პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს MyMaika თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა MyMaika-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ MyMaika-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.
ვინ ვართ ჩვენ?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები MyMaika-ზე (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს „მაი მაიკა“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 405475463) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ MyMaika-ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
MyMaika-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?
ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
პირდაპირი მარკეტინგი
წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ გვაძლვეთ უფლებას რომ თქვენს მიერ ჩვენთვის გადმოცემული პერსონალური მონაცემები (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) დავამუშავოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნული ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებსა და მარკეტინგულ შეტყობინებებს ჩვენგან.
ამასთანავე იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების აზრით თქვენთვის საინტერესო ერთობლივი მარკეტინგული შეთავაზებები, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გავუმჟღავნოთ აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ამისთვის უნდა გადახვიდეთ თქვენი პროფლის გვერდზე და მიუთითოთ, რომ არ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღება ან მოგვწეროთ ნებისმიერ დროს შემდეგ ელ.ფოსტაზე: mymaika.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: XXXXXXX ან დაგვიკავშირდეთ Facebook მესენჯერის საშუალებით.
გარდა ამისა, ჩვენს თითოეულ მარკეტინგულ შეტყობინებას აქვს მისი გათიშვის/გაუქმების ფუნქცია (NO SMS ტელეფონით მიღებული შეტყობინებებისთვის და unsabscribe/გამოწერის გაუქმება - ელ.ფოსტით მიღებული შეტყობინებებისთვის).
რა სახის მონაცემების ვამუშავებთ?
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. MyMaika იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ?
MyMaika უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ MyMaika-ს მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?
საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ MyMaika ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:
როგორ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვას და განხორციელებას. ჩვენ მიერ დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის პრევენცია და ჩვენ მიერ ინტერნეტით შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა. უსაფრთხოების ეს ზომები განსხვავდება ჩვენ მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაციის სენსიტიურობის მიხედვით.
ჩვენი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ კონტროლის სტანდარტულ პროცედურებს და საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად:
ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ონლაინ უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
გარე ბმულები
გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე ჰიპერბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკები და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის უზრუნველყოფა გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენთვის მიკუთვნებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ვებგვერდების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. რისკი არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, ნდობამდე და რაიმეს შეძენამდე დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს.
სატელეფონო / ვიდეო ზარები
ჩვენს მხარდაჭერის ოფისში შემავალი და გამომავალი სატელეფონო ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების, სწავლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ სერვისებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობთ.
თქვენ უფლება გაქვთ:
ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე და მივუთითებთ წინამდებარე პოლიტიკის ცვლილების თარიღს. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
გამოყენების პირობები
თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
კავშირი ჩვენთან
დაგვიკავშირდით mymaika.ge@gmail.com-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.