თამამი კაბა – რაზე გიჟდებიან სელებრითები

როცა საქმე კაბებს ეხება, მაღალი მოდის კვირეულებზე 2020 წლის გაზაფხულის კოლექციებში, ორი ძირითადი სილუეტი ჩანს – მომხიბვლელი მიდი კაბა, რომელიც შეგიძლია შარვალზეც ჩაიცვა და მეორე – მინი კაბა, რამაც თავისი მკვეთრი და თამამი სიგრძის დამსახურებით დიდი პოპულარობა მოიხვეჭა მოდის სამყაროში.

წლევანდელ მოდის შოუებზე მინი კაბა უამრავმა დიზაინერმა გამოიყენა კოლექციაში, მათ შორის Versace-მ და Balmain-მა. სელებრითებიც არ ჩამორჩნენ ამ ტრენდს. მაგალითად, კენდალ ჯენერმა შავი მინი კაბა გრძელ პალტოსთან ერთად მოირგო.