ბალენსიაგას ახალი კოლექცია წყალში

ბალენსიაგამ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია აპოკალიფსის სტილში წარმოადგინა პარიზის მოდის კვირეულზე. პოდიუმი და სკამების რამდენიმე წინა რიგი გამიზნულად დატბორეს წყლით, როგორც განცხადება კლიმატის ცვლილების შესახებ.

მოდელები წყალში დააბიჯებდნენ, ზოგს სპეციალური წინდები ეცვა შავ პოდიუმზე, ზოგმა კი გარისკა და მაღალი ქუსლებით გაიარა წყალში. ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალიას ჩანაფიქრით, ეს განცხადება ზღვის დონის ზრდას ეხმაურება, რაც გლობალური დათბობის აშკარა შედეგია. სანახაობას უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ჭერზე ჩამოკიდებულ LED ეკრანებზე გამოსახული ჯოჯოხეთური ცის სურათები.

შოუ ჩატარდა Cité du Cinema ფილმის სტუდიის კომპლექსში სენტ დენისში, გარეუბანში პარიზის ჩრდილოეთით. კოლექცია მოგაგონებთ მატრიცას, გრძელი ქურთუკებით, საშიში მოსასხამებითა და ფუტურისტული სათვალეებით.

სტატია მომზადებულია www.thecut.com-ის მიხედვით