თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა:
იმისათვის, რომ შევძლოთ შეძენილი ნივთის უკან მიღება და თანხის დაბრუნება, ან მისი გადაცვლა, იგი უნდა იყოს უხმარი, ისეთ მდგომარეობაში, როგორც მომხმარებელს გადაეცა.მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ:
1) მას არ მიუღია შეკვეთილი პროდუქტი;
2) პროდუქტი განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი/ნაჩვენები პროდუქტისგან;
3) არ ემთხვევა ზომა
4) პროდუქტი ნივთობრივად ან უფლებრივად ნაკლიანია.


უსაფრთხოების
 პოლიტიკა:
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას რაიმე მიზნისთვის. (გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას).
საიტზე რეგისტრაციისას, მომხმარებელი გვაწვდის მის პირად ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება მასთან დასაკავშირებლად და შეკვეთის წარმატებულად დასამუშავებლად. არც ერთი ამ ინფორმაციებიდან არ იქნება გამოყენებული რაიმე პრომო აქციებისთვის.
მომხმარებელი თავისი ნებით იღებს გადაწყვეტილებას გამოიწეროს თუ არა კომპანიის სიახლეები მის მეილზე, რისი შეწყვეტაც შეუძლია ნებისმიერ დროს მეილზე მოწოდებული ინსტრუქციით.
შეწყვეტას არ ექვემდებარება შეტყობინებები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს შეკვეთასთან.
საიტი არ ინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, გადახდისას თქვენ შეგყავთ ბარათის მონაცემები ბანკის გვერდზე, რომელზეც გადაყავხართ საიტს შეკვეთის ბოლო ეტაპზე.
საიტის ნებისმიერი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისას არ გამოიყენება თქვენი იდენტურობა.

ანგარიშსწორება:
საიტიდან პროდუქციის გამოწერა შეუძლია მომხმარებელს მხოლოდ საქართველოდან და აწარმოოს გადახდა ლოკალურად ემიტირებული Visa/Master Card-ით.